ENGLISH4IT - უნიკალური კურსი IT დამწყებებისა და პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს დაძლიოს ენობრივი ბარიერი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე
ENGLISH4IT კურსი ფოკუსირებულია ოთხ ძირითად უნარზე, რომლებიც აუცილებელია IT პროფესიონალისთვის გლობალურ ბაზარზე:
შეისწავლეთ დოკუმენტაციის, ელ-ფოსტების და ანგარიშების წერა IT კონტექსტში. გაიუმჯობესეთ გრამატიკა და ლექსიკა ტექნიკური ტექსტებისთვის.
“გამარჯობა, შეგიძლია PR-ი გადახედო? ფიქსი auth token-ის პრობლემას ეხება გასულ სპრინტიდან.”
ისწავლეთ ტექნიკური იდეების ეფექტურად წარდგენა, კოდის ახსნა და პროექტების პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. დაძლიეთ საჯარო გამოსვლის შიში.
“გუშინ: API ინტეგრაცია. დღეს: unit ტესტები. Blockers: არ არის.”
გაიუმჯობესეთ მოსმენის უნარი IT კონტექსტში. ისწავლეთ ტექნიკური ინსტრუქციების გაგება, მითითებების მიყოლა და ეფექტური ნოუთების გაკეთება მიტინგებზე.
“კლიენტი ადასტურებს REST GraphQL-ის ნაცვლად. საღამომდე migration plan გვჭირდება.”
დაეუფლეთ ტექნიკური დოკუმენტაციის, სტატიების და IT ლიტერატურის სწრაფად და ეფექტურად კითხვის ტექნიკებს. გააფართოვეთ თქვენი პროფესიული ცოდნა.
“ეს RFC განიხილავს payment gateway-ს ახალ caching layer-ს — p99 latency ~40%-ით შემცირება.”
ჩვენი კურსი შექმნილია IT სფეროს ფართო სპექტრის პროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იწყებს კარიერას ან გრძნობს დისკომფორტს ინგლისურენოვან გარემოში:
რეგისტრაციადამწყები პროგრამისტი ან IT სპეციალისტი
QA ინჟინერი, ვისაც უჭირს ბაგების აღწერა ინგლისურად
IT პროექტ მენეჯერი, ვისაც სურს გაიუმჯობესოს კომუნიკაცია უცხოელ კლიენტებთან
ბიზნეს ანალიტიკოსი, ვისაც სჭირდება ტექნიკური სპეციფიკაციების წერა ინგლისურად
IT სტუდენტი, ვინც ემზადება საერთაშორისო კარიერისთვის
არ ხართ დარწმუნებული? გაიარეთ ჩვენი 5-წუთიანი უფასო შეფასება — კურსის დაწყებამდე დაგიდგენთ სწორ დონეს.
ჩვენი კურსი გთავაზობთ მრავალფეროვან მიდგომებს, რომლებიც დაგეხმარებათ IT ინგლისურის ათვისებაში, მიუხედავად თქვენი გამოცდილების დონისა:
იმუშავებთ ნამდვილი IT პროექტების მსგავს დავალებებზე, რაც დაგეხმარებათ პრაქტიკაში გამოიყენოთ ნასწავლი ტერმინოლოგია და კონცეფციები. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა დამწყებებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რეალური სამუშაო გამოცდილება.
ვიყენებთ მოკლე, ფოკუსირებულ სასწავლო სესიებს, რომლებიც კონცენტრირებულია კონკრეტულ IT თემებზე. ეს იდეალურია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ტექნიკური ცოდნა, მაგრამ სჭირდება სწრაფი გაუმჯობესება ინგლისურში კონკრეტულ სფეროებში.
ვიყენებთ Kahoot-ის მსგავს პლატფორმებს IT ტერმინოლოგიის სწავლებისთვის. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია დამწყებებისთვის, რომლებიც ეცნობიან ახალ ტექნიკურ ტერმინებს და ცნებებს ინგლისურ ენაზე.
ჩვენი კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:
თავისუფლად ისაუბრებთ თქვენს პროექტებზე, ახსნით თქვენს კოდს უცხოელ კოლეგებს და წარადგენთ იდეებს საერთაშორისო კონფერენციებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები პროგრამისტებისთვის, რომლებსაც სურთ თავდაჯერებულად იკომუნიკაციონ ტექნიკურ საკითხებზე.
შექმნით პროფესიულ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მომხმარებლის სახელმძღვანელოებს და დეტალურ ანგარიშებს ინგლისურ ენაზე. ეს უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია QA ინჟინრებისა და ტექნიკური მწერლებისთვის.
ეფექტურად ითანამშრომლებთ საერთაშორისო გუნდებთან, მონაწილეობას მიიღებთ Scrum შეხვედრებში და იმუშავებთ Agile მეთოდოლოგიით. ეს უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია IT პროექტ მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის.
მოამზადებთ კონკურენტუნარიან CV-ს, გაიუმჯობესებთ LinkedIn პროფილს და წარმატებით გაივლით ტექნიკურ ინტერვიუებს ინგლისურ ენაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IT კარიერის დაწყების ან შეცვლის მსურველთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი მქონდა ინგლისურ ენაში, სწავლა რომ დავიწყე, ძალიან მიჭირდა საუბარი და ვერც ინგლისურ საუბარს ვიგებდი. კურსის ბოლოს უკვე მესმოდა და საუბარიც შემეძლო. ახლა კი დამოუკიდებლად შემიძლია ნებისმიერი ვიდეოს ყურება სტრესის გარეშე.
მთელი კურსი დაგეგმილია საინტერესო და პრაქტიკული ქეისებით, უნიკალურია სწავლების მეთოდით და სტრუქტურა მთლიანად მორგებულია IT სფეროს წარმომადგენლებისთვის. გარემო ძალიან მეგობრულია, ლექციის დრო შეუმჩნევლად გადის და საბოლოოდ ეფექტურ შედეგს იღებ სასიამოვნო კომუნიკაციით.
გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა პროფესიული საკომუნიკაციო უნარები ინგლისურ ენაში, თითოეული ლექცია სავსე იყო პოზიტივით და სიხარულით. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა მენტორთან ურთიერთობა და მისი დამოკიდებულება. უსასრულოდ შემიძლია ვუსმინო, არასოდეს მომბეზრდება.
ეს კურსი ჩემთვის, როგორც ტექნიკური სფეროს წარმომადგენლისთვის, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. სწავლის პროცესი იყო აქტიური და მრავალფეროვანი, შეიცავდა ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიებს და რეალურ სამუშაო სიტუაციებზე დაფუძნებულ აქტივობებს. კურსმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი მეტყველების, წერისა და მოსმენის უნარები.
კურსის განმავლობაში გავიდრმავე ლექსიკა და გავეცანი ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროს ძირითად ინფორმაციას, რაც დამეხმარა პროფესიულ კომუნიკაციაში როგორც თანამშრომლებთან, ასევე კლიენტებთან.
კურსი დამეხმარა ჩემი ინგლისურის ცოდნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში, შესაბამისად მომემატა თავდაჯერებულობა და მომეცა შესაძლებლობა ვიმუშაო საერთაშორისო კომპანიაში.
კურსმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სწავლების მეთოდი იდეალურადაა მორგებული როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ტექ პროფესიონალზე. სოფო უნიკალური კომბინაციაა — ინგლისური ენის ფილოლოგი და ტექ პროფესიონალი. კურსმა ცოდნასთან ერთად თვითშეფასებაც ამიმაღლა და გამბედაობა შემმატა კარიერის გზაზე.
ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და მრავალფეროვანი კურსია. ამ კურსმა არ მხოლოდ გამიმდიდრა ინგლისურის ცოდნა, არამედ გამიღრმავა ტექნიკური თემების განხილვა.
კურსმა მომცა ძალიან კარგი შედეგები, რაც მთავარია, მოლოდინები გაამართლა. ჩამომიყალიბა სწორი მეტყველებისა და წერის მანერა. ვისწავლე ტექნიკური კომუნიკაციის ასპექტები, გამეზარდა ჩემი ლექსიკა. ძალიან კარგი საშუალებაა ინგლისურის განვითარებისთვის.
კურსის განმავლობაში ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვგრძნობდი გაუმჯობესებას. კურსის დასრულების შემდეგ მარტივი გახდა ტექნიკური დოკუმენტაციების წაკითხვა, უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაცია. მხოლოდ ინგლისურად გვქონდა კომუნიკაცია — ეს საუკეთესო პრაქტიკაა. ათ სფეროს წარმომადგენლებს ორმაგად ვურჩევდი.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?